ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ვიცე-პრემიერ გია ბარამიძესთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმარმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ევროპა კრიზისის შემდეგ: გაკვეთილები ნასწავლი და გაკვეთილები უგულებელყოფილი“. ისაუბრა 2010 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, ისტორიაზე, თანმდევ პროცესებსა და თანამედროვე გამომწვევებზე. ყურადღება გაამახვილა ასევე ლიტვის, საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის განვითარების დინამიკაზე. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
უკან |