საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

სურათისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი ახალგაზრდებს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა. სტუდენტებს ის ინიციატივებიც გააცნო, რომლებიც უკეთესად სწავლის მეტ შესაძლებლობას და სტიმულს მისცემს. ამოქმედდება ქართული სტუდენტური ბარათები, რომლის მეშვეობითაც ისინი ფასდაკლებით ისარგებლებენ, როგორც სავაჭრო ცენტრებში, ისე მგზავრობისას. სტუდენტებისთვის დაზღვევის სპეციალური პაკეტები შემუშავდება, განხორციელდება საზაფხულო დასაქმებისა და სახელმწიფო გრანტის გაუმჯობესების პროგრამა. პრეზიდენტმა სტუდენტებს ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტებიც წარუდგინა, რომლებიც ხორციელდება როგორც ბათუმში, ისე მთელს ქვეყანაში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა