ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში ზურაბ გორგილაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი „პოეზიის საათი“ გაიმართა. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. პროფესორ-მასწავლებლებმა, მწერლებმა, ოჯახის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთელ გაიხსენეს შემოქმედის ცხოვრება და მოღვაწეობა. „პოეზიის საათი“ ზურაბ გორგილაძის განსასვენებელთან ყოველ წელს პედაგოგიკის მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებითა და პროფესორ იური ბიბილეიშვილის ინიციატივით ტარდება.
უკან |