ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი - 2012” შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი და ტურისტული სააგენტო UNItour-ი მონაწილეობდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ფაკულტეტმა დამთვალიერებლებს ტურისტული პროდუქტები გააცნო. ,,ექსპო ბათუმი - 2012”-ზე 8 ქვეყნის 150-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტურიზმის ფაკულტეტსა და ტურისტულ სააგენტო UNItour-თან თანამშრომლობა დაიგეგმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტურიზმის ფაკულტეტის შემდეგი სასწავლო პროგრამები და ტურისტული პროდუქტები:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (IV საფეხური, 1 ეროვნული გამოცდა)
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 4 წ.
ტურისტული პროდუქტები:
- მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში
- მოგზაურობა ისტორიულ ტრაპიზონში
- მოგზაურობა კაპადოკიაში
- ქრისტიანული გზა საქართველომდე (თურქეთი, სირია, იორდანია, ეგვიპტე)
- ხიხანის ციხისა და სხალთის ეკლესიის მონახულება
- პირველი ქრისტიანული გზა საქართველოში (გონიო-დიდაჭარა)
- ინდივიდუალური ტურები

უკან |