სტუდენტებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მოქმედი მოსამართლეებისა და ადვოკატებისათვის შოთა რუსთაველის დარბაზში სემინარი გაიმართა თემაზე: “მედიაცია - ახალი მიმართულება დავების ალტერნატიულ გადაწყვეტაში”. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმების ეროვნული ცენტრისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს. ისაუბრეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმების გამოყენებაზე, პროცესში პრაქტიკოსი იურისტების მოზიდვასა და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი სასწავლო კურსების დანერგვაზე. სემინარის ფარგლებში 2012 წლის სამოქმედო გეგმისა და გიორგი ცერცვაძის წიგნის „Brief Commentary to the Georgian Arbitration Law 2009” წარდგინება შედგა.
სემინარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმების ეროვნული ცენტრის, აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის ორგანიზებით ჩატარდა.

უკან |