ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვიმმართველობის ორგანიზებით ტურნირი ჩატარდა მინი-ფეხბურთში. პირველობისათვის ერთი კვირის განმავლობაში ხუთი ფაკულტეტის 32 გუნდი იბრძოდა. ფინალში ერთმანეთს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „ვენდეტა“ და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის გუნდი „კატალონია“ დაუპირისპირდნენ. უმაღლესი სასწავლებლის ჩემპიონის ტიტული და გარდამავალი თასი მომავალმა ინჟინრებმა მოიპოვეს. I და II ადგილის მფლობელ გუნდებს მედლები და სიგელები გადასცეს.
უკან |