თანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

სურათითანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ღავთაძემ. ხელშეკრულება ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას, სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას, გამოცდილების გაზიარებას, საჯარო ლექციების წაკითხვასა და საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობას ითვალისწინებს. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას და მსოფლიოს წამყვან სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი კვლევების ჩატარებას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა