მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” წარუდგინეს. პროგრამა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2011 წლიდან ხორციელდება და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართულ ენის შესწავლას ითვალისწინებს. ცენტრი 2012-2013 სასწავლო წლისათვის მასწავლებლების შერჩევას იწყებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, რომელთაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო ერთი აკადემიური წლის მუშაობის საფუძველზე, მაგისტრატურას სრულად დაუფინანსებს. პედაგოგებს, რომლებსაც მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობის მიღება და პედაგოგიური პრაქტიკის გაგრძელება სურთ, პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ერთწლიან სამუშაო სტაჟში ჩაეთვლებათ.
უკან |