შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა

სურათიშოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში მოეწყო პოემის საჯარო კითხვა დევიზით: „ვეფხისტყაოსანი“ საქართველოა, საქართველო - „ვეფხისტყაოსანი“, მხატვარ ზურაბ ხაბაძის ნახატების გამოფენა და თეატრალიზებული წარმოდგენა. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტები „ვეფხისტყაოსანს“ ერთი საათის განმავლობაში ზეპირად კითხულობდნენ. პოემის საჯარო კითხვა მესამე წელია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა