სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკაში პროექტის ,,ნაფიცი მსაჯული 4“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს elsa“ იმიტირებული პროცესების ჩემპიონატია და 2008 წლიდან ხორციელდება. მასში მონაწილეობა სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს შეუძლიათ. ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა 8 გუნდი (სულ 24 მონაწილე, 5 გუნდი თბილისიდან, ხოლო თითო–თითო რეგიონებიდან). ,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ წარმომადგებლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტებით - ნათია ქვარცხავა, გიორგი მიქელაძე და თამილა აბუსელიძე - დააკომპლექტეს. ჩემპიონატის მონაწილეებს 3–5 ივნისს ტრენინგები ჩაუტარდებათ. პროექტის ფარგლებში 7 პროცესი გაიმართება და გამარჯვებული გუნდი 2 ივლისს ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოვლინდება.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100–მდე ნაფიცი მსაჯული სამოტივაციო წერილისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, გარდა იურიდიული და ფსიქოლოგიური პროფესიების წარმომადგენლებისა, მათ შორის იგულისხმებიან ამავე მიმართულებების სტუდენტები.
ექსპერტების და ბრალდებულების როლისათვის შეირჩევიან მონაწილეები თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტიდან.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს უზენაესი სასამართლო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი), გორის სასწავლო უნივერსიტეტი, GIZ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, კორძაძის საადვოკატო ბიურო.

უკან |