III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“

სურათიტურიზმის განვითარების აქტუალურ საკითხებს ეძღვნება III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და ტურიზმის დარგის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში 100–ზე მეტ მოხსენებას წარმოადგენენ. ქართველი, გერმანელი, ამერიკელი, თურქი, ლატვიელი, ნორვეგიელი, ბელორუსი, უნგრელი და ყირგიზი სპეციალისტები მდგრად ტურიზმზე, ტურისტული ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე, მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ-სოციალურ ფაქტორებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:

• მდგრადი ტურიზმის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები
• გარემოს დაცვა, დაცული ტერიტორიები და ეკოტურიზმის მენეჯმენტი
• ტურიზმის სახეები (სათავგადასავლო, ექსტრემალური, სასოფლო, ეთნო და ღვინის ტურიზმი) და ეკოტურისტული პროდუქტები
• MICE - ტურიზმი (,,მაის ტურიზმი“)
• ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი

III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ფარგლებში აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა. სიმპოზიუმი 3 ივნისს მუშაობას მტირალას ეროვნულ პარკში განაგრძობს. მკვლევრები და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ეკოტურისტულ მარშრუტებს გაეცნობიან და მრგვალ მაგიდასთან დისკუსიას გამართავენ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა