„გლობალიზაცია, ნაციონალიზმი, იდენტობა“

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „გლობალიზაცია, ნაციონალიზმი, იდენტობა“. სამეცნიერო სესია იდენტობისა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხების წარმოჩენას, მეცნიერულ გააზრებასა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას ისახავდა მიზნად. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებულ კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებები ორი სექციის მიმართულებით იყო წარმოდგენილი. მკვლევრებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელენ, როგორიცაა: გლობალიზაცია და ეროვნული სამართლებრივი კულტურა, ნაციონალური იდენტობა და ისტორიული მეხსიერება, გლობალიზაციის პირობებში საქართველოს სისტემური ტრანსფორმაციის ზოგიერთი ასპექტი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა