უნივერსიტეტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი ეწვია

სურათიგერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი დირკ ნიბელი დელეგაციის წევრებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოადგილეებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ტრენინგის „ტურიზმი მედიებში“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. მინისტრი მედია-ტრენინგის მუშაობის შედეგებს გაეცნო და პროექტის ფარგლებში ტურიზმის თემატიკაზე მომზადებული რეპორტაჟი შეაფასა. ხუთდღიანი სწავლება ,,დოიჩე ველეს“ აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა და III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას ,,მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ ეძღვნებოდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა