სააქტო დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის Speak Up in Georgia-ს პროგრამის წარდგინება გაიმართა. ინგლისური ენისა და ლიდერის უნარ-ჩვევების განმავითარებელი ორთვიანი კურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. სასწავლო პროგრამა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა საჯარო გამოსვლა, რეზიუმეს წერა/ინტერვიუები, ინგლისური ენის სწავლების ეფექტური გზები, ბრენდინგის ხელოვნება, ლიდერობა ახალგაზრდებში. პროგრამის მონაწილეები კონკურსის წესით შეირჩევიან, დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე
უკან |