გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა ვორქ-შოპი თემაზე: „ჩვენი გარემო ჩვენს ხელშია“. ღონისძიებაში მომავალ ბიოლოგებთან ერთად ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა მოხსენებები გარემოსდაცვის პრობლემებზე, ზღვისპირა აჭარის იშვიათ მცენარეებზე, ცხოვრლებსა და მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების საკითხებზე წარმოადგინეს. ვორქ-შოპი ბიოლოგიის დეპარტამენტის, განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ბიომრავალფეროვნების კლუბისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |