რაულ ვალენბერგისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სურათიცნობილი შვედი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის რაულ ვალენბერგის ხსოვნის საღამო გაიმართა. შედგა შვედი გმირისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გაიხსნა მისივე ცხოვრების ამსახველი პოსტერების გამოფენა. უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სანდორ სზაბორმა, ბათუმის ვიცე-მერმა ნათია სურგულაძემ და აჭარის ქართულ-ებრაული ასოციაციის ხელმძღვანელმა ერიკ კრუპნიკმა გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. უნგრეთის საელჩოს და აჭარის ქართულ-ებრაულ ასოციაციის ორგანიზებული საღამოს მონაწილეებმა პატივი მიაგეს შვედი დიპლომატის ხსოვნას და გმირის სურათთან სანთლები დაანთეს. რაულ ვალენბერგმა მეორე მსოფლიო ომის დროს შვედური პასპორტების გაცემითა და თავშესაფრების - „შვედური სახლების“ საშუალებით ათიათასობით ებრაელი სიკვდილს გადაარჩინა. ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადეობის წარმომადგენლები.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა