ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შარაბიძემ, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პარმენ ხვედელიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო პროექტები, ჩატარდება კონფერენციები, სიმპოზიუმები, სემინარები და საზაფხულო სკოლები. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლას, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამების შემუშავებას, კურიკულუმებისა და ზოგადსაუნივერსიტეტო მოდულების შედგენას, ბიბლიოთეკით სარგებლობას. მხარეები იზრუნებენ საგრანტო პროგრამების მოძიებასა და განხორციელებაზე.
უკან |