პროფესორ თეიმურაზ აბესაძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათიაკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს თეიმურაზ აბესაძეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ქართველი მეცნიერის ხელშეწყობით ტურიზმის ფაკულტეტი ახორციელებს საერთაშორისო პროექტს ,,ნორვეგიაში, საქართველოში და ყირგიზეთში მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება“. პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო პროექტების ამოქმედებას და პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირებას. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამების ფარგლებში აგვისტოში ტელემარკის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან. ასევე შემუშავდება კურიკულიმი ინოვაციებისა და სამეწარმეო სწავლების სფეროში. პროფესორ თეიმურაზ აბესაძის ხელშეწყობით მიმდინარეობს ინოვაციური და მდგრადი ტურიზმის განვითარების საკითხების კვლევა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა