საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვაჟმა რეჯებ ჟორდანიამ საჯარო ლექცია წაიკითხა

სურათისაქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვაჟმა რეჯებ ჟორდანიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა, საქართველოს რესპუბლიკის მემკვიდრეობა და დღევანდელობა“. რეჯებ ჟორდანია სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს 1918-21 წლების პერიოდზე ესაუბრა, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასა და დაკარგვასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები გააცნო და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ნოე ჟორდანიას შვილი დაიბადა და გაიზარდა პარიზში. პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი და იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში იყო ჰარიმანის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი, პროფესიონალი პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი, საზღვაო ისტორიის პროფესორი, საზღვაო მუზეუმის დირექტორი, უცხოური ენების სახელმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი. 91 წლის რეჯებ ჟორდანია უნივერსიტეტს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ეწვია.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა