განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა დარინა ცეცხლაძემ აჭარის მკლავჭიდის ტურნირში პირველობა მოიპოვა

სურათიაჭარის მკლავჭიდის 2012 წლის ღია პირველობაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სამკურნალო საქმის მეოთხე კურსის სტუდენტმა დარინა ცეცხლაძემ პირველობა მოიპოვა. შეჯიბრი 5 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში 80-მდე მკლავჭიდელი მონაწილეობდა. სპორტსმენმა გამარჯვება აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის მარინა ფუტკარაძის დამარცხებით მოიპოვა. გამარჯვებული უახლოეს მომავალში თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ღია პირველობაზე წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა