საზაფხულო სკოლა - შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სასაზღვრო თანამშრომლობა

სურათიშავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სასაზღვრო თანამშრომლობის თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და ქალაქ ვენის მერიის ორგანიზებით საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა. ქართველი, უკრაინელი, თურქი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი სტუდენტები ოთხი დღის განმავლობაში ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა შავი ზღვის ქვეყნების პოლიტიკა და სწორი მმართველობა, მოსაზღვრე ქვეყნების თანამშრომლობა ევროკავშირთან და მმართველობა ევროპის „ახალი მმართველობის“ მოდელზე. ახალგაზრდები ასევე იმსჯელებენ საზღვრებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე, კონფლიქტის გადაჭრის საშუალებებზე, კონფლიქტის მქონე საზოგადოებაში მასმედიისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს პოლიტიკური ანალიზის ხარისხის გაუმჯობესებას შავი ზღვის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით, აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობასა და კოოპერატიული ქსელის შექმნას სამოქალაქო საზოგადოებას და ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა