შეხვედრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე

სურათისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა ნატოს კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. სტუმრებმა საქართველოს ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსში ინტეგრაციის პროცესსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასეს და სტუდენტების შეკეითხვებს უპასუხეს. ნატოს კვირეულის ეგიდით სტუდენტებს შორის ტურნირი გაიმართა ფრენბურთში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამარჯვებული გუნდის წევრებს ფასიანი საჩუქრები გადასცა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა