სტუდენტური დღეები „აჭარა 2012“

სურათისტუდენტური დღეები „აჭარა 2012“ საზეიმო მსვლელობით ბათუმის ქუჩებში დაიწყო და ფიჭვნარის ზღვისპირა პარკში კონცერტით დასრულდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთმანეთს რამდენიმე საათის განმავლობაში ოთხ ნომინაციაში ეჯიბრებოდნენ. კომპეტენტურმა ჟიურიმ მის სტუდენტი, საუკეთესო ორიგინალური და ფოლკლორული ნომერი, მან-სან-კანისა და ფეხბურთის გუნდი გამოავლინა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“ ცეკვის „ქალთა ხორუმის“ შესრულებით საუკეთესო ორიგინალური ნომრის ნომინაციაში გაიმარჯვა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა