აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ახალი და მიმდინარე მიზნობრივი პროგრამები გააცნეს. აჭარის მთავრობის დაფინანსებით სტუდენტების დახმარების მიზნობრივი პროგრამა შეიქმნა, რომელიც უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვას ითვალისწინებს. მრავალწლიანი პროგრამა ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, ობოლებს, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტურიზმის განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო ტურიზმის საბაზრო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ტურიზმის განათლების რეფორმას, საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარის მთავრობის დაფინანსებით 2006 წლიდან ახორციელებს უცხოეთში სტაჟირების მიზნობრივ პროგრამას, რომელიც ემყარება ევროპის რეგიონთა ასამბლეის გაცვლით პროგრამას „ევროოდისეა“. სტაჟირება ხორციელდება ევროპის 8 ქვეყანაში: საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, შვეიცარია, პორტუგალია, გერმანია, იტალია და ავსტრია. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდას. პროგრამის ფარგლებში სტაჟირება სულ 80-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. 2012 წელს აჭარის მთავრობამ აღნიშნული პროგრამა დაფინანსა 40 000 ლარით და სტაჟირებას 15 ახალგაზრდა გაივლის.
2011 წელს აჭარის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა ,,განათლების ფონდი“, სადაც უცხო ენების შესწავლა შეუძლია აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. 2012 წელს რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ განათლების ფონდის ფილიალებში გაიხსნა კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები.
2012 წელს სტუდენტებისა და უცხოეთში სწავლის მსურველთათვის დაიწყო 130 ქვეყანის 8 500 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღიარებული TOEFL-ის შემსწავლელი უფასო კურსები.

უკან |