კოვენტრის უნივერსიტეტმა (დიდი ბრიტანეთი) ტემპუსის საგრანტო პროექტის „უნივერსიტეტი-საწარმო თანამშრომლობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში (Cap4com)” მეორე საორგანიზაციო შეხვედრას უმასპინძლა. ოთხდღიანი შეხვედრა მიზნად ისახავდა უმაღლეს სასწავლებლებში პროექტის მიმდინარეობის ანგარიშის გაცნობასა და შემდგომი განვითარების პერსპექტივების განხილვას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის კოორდინატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ პროექტის მონაწილეებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საწარმოებთან თანამშრომლობის ცენტრის ჩამოყალიბების კონცეფცია წარუდგინა და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრა. ტემპუსის საგრანტო პროექტი პარტნიორ უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ითვალისწინებს.
უკან |