ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა იაგო კაჭკაჭიშვილმა დასავლეთ საქართველოში მოქმედი სოცმუშაკების გადამზადების პროგრამის 38 კურსდამთავრებულს სერტიფიკატები გადასცეს. გადამზადების პროგრამა ტემპუსის პროექტის ეგდით და ბათუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით განხორციელდა. სასწავლო კურსს რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები უძღვებოდნენ.
უკან |