აშშ-ს ოჰაიოს ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორები ჯორჯ ჰადსონი და ოლგა მედვედკოვი სტუდენტებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. სტუმრებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და უნივერსიტეტისა და ზოგადად, რეგიონის განვითარების პერსპექტივით დაინტერესდნენ. ამერიკელი პროფესორები რექტორის მოადგილეს ირაკლი ბარამიძეს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ასოცირებული პროფესორის საშა ხორავას ლექციით დასრულდა, რომელიც აჭარის ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკის საკითხებს ეძღვნებოდა.
უკან |