ახალი შიდა და გარე შეფასების სისტემის წარდგინება

სურათისაგრანტო პროექტის „სწავლება–სწავლების ხარისხის გაუმჯობესება რსუ–ში“ წარდგინება გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების თანამშრომლებმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა და გარე შეფასების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც 2012-2013 სასწავლო წლიდან დაინერგება. ახალ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასების სისტემა მიზნად ისახავს სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას. გამჭვირვალე, ციკლური და უწყვეტი შეფასების სისტემა სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა გამოკითხვას ითვალისწინებს. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობითა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა