20 ივნისი 2012 წელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომდგენლებმა თემურ ბოლოთაშვილმა და ვაჟა კუხიანიძემ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფეორ-მასწავლებლებსა და სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს საერთაშორისო სამშენებლო კოდები - ,,შენობის წესები“ წარუდგინეს. სტუმრებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო სამშენებლო კოდების საბჭოს საქმიანობასა და საქართველოში სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე. სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში ,,შენობის წესების“ თარგმნა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამშენებლო პროცესში დაინერგება.