თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და უკრაინის მეცნიერების ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა იური ბოშიცკიმ. ხელშეკრულება მიზნად ისახავს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება ტრენინგები, კონფერენციები და სიმპოზიუმები.
უკან |