ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ლაბორატორიის ბაზაზე სტუდენტებისა და მკვლევრების მონაწილეობით კვლევები ჩატარდება ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიის მიმართულებით. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას, ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. მომზადდება და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება ერთობლივი ნაშრომები, პუბლიკაციები. ასევე შემუშავდება რეკომენდაციები, სასწავლო გეგმები და სილაბუსები. უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქართულ-ამერიკული ლაბორატორია ერთადერთია კავკასიაში და მიზნად ისახავს რეგიონში საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.
უკან |