ელექტრონული კურსები სწავლების პროცესში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტალინის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის „სწავლების ხარიხის გაუმჯობესება თბილისისა და ბათუმის უნივერისტეტების სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე“ ეგიდით რამდენიმე სემინარი გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები მაარიკა მილი, ლარისა ჯოგი, ვერონიკა როგალევიჩი და მანუჩარ ლორია სემინარებს უძღვებოდნენ თემებზე: „სწავლება და შეფასება უნივერსიტეტში“, „ელექტრონული კურსების გამოყენება სწავლების პროცესში“ და „ელექტრონული კურსების შექმნა პროგრამა Moodle-ის მაგალითზე“. ტრენინგები მიზნად ისახავდა რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და დოქტორანტებისათვის ხარისხიანი ონლაინ კურსების მომზადების სწავლებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა