შეხვედრა ტემპუსის პროექტის ჯგუფის წევრებთან

სურათიტემპუსის პროექტის “უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის” (HESDeSPI-ის კოორდინატორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ინდირა ძაგანია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართულ ოთხდღიან სამუშაო შეხვედრაზე პროგრამის შიდა მონიტორინგი განხორციელდა და სამომავლო გეგმები და ტემპუსის პროექტის HESDeSPI-ის შემაჯამებელი კონფერენციის ჩასატარებლად საჭირო ღონისძიებები განისაზღვრა. პროექტი მიზნია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და განათლების პროცესში სოციალური პარტნიორების ჩართვა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა