ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყო

სურათიტურიზმის ფაკულტეტმა ერთობლივი პროექტის ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება“ განხორციელება დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4 სტუდენტი სწავლის გასაგრძლებლად ნორვეგიაში მიემგზავრება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა ახალგაზრდებს გაცილება მოუწყვეს და წარმატებები უსურვეს. თამაზ მახარაძე, თამთა ქარცივაძე და ეთერ ჯინჭარაძე ტელემარკის უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ სპეციალობას დაეუფლებიან, ხოლო მედეა ბერიძე მაგისტრატურაში ეკოლოგიის სპეციალობით ორწლიან პროგრამას გაივლის.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა