”Summer Job”-ის მონაწილე აქტიურ სტუდენტებს სიგელები გადასცეს

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და ერთთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. რექტორმა ახალგაზრდებს პირველი ხელფასი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ყველაზე აქტიურ 32 სტუდენტს მადლობის სიგელები გადასცა. აგრარული ტექნოლოგიისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის, სამეცნიერო ცენტრის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულების საცდელ ნაკვეთებზე 50 სტუდენტი მუშაობდა, ხოლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში - 18. დასაქმების პროგრამა 20 ივლისს ამოქმედდა, რომლის ფარგლებში ქვეყნის ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების 25 000 სტუდენტი დასაქმებული იყო სამშენებლო ორგანიზაციებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, თვითმმართველობის ორგანოებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვადასხვა სამსახურში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა