საზაფხულო სკოლა „კრეატიული და აკადემიური წერა“ გაიხსნა

სურათიგერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, DAAD-ის ორგანიზებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა „კრეატიული და აკადემიური წერა“ გაიხსნა. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ათი დღის განმავლობაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორის კარმენ ნაისის დახმარებით აკადემიურ ტექსტის სხვადასხვა სახეობასთან მუშაობის წესებსა და უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. სემინარის მონაწილეებს თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობები ჩაუტარდებათ. საზაფხულო სკოლაში მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს გერმანულ საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა