აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს სტუდენტური დახმარების მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას. პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან სასწავლო გრანტს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტები სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ, სემესტრის მიხედვით მიიღებენ. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა წლის განმავლობაში 2500 ლარს შეადგენს. 2009, 2010, 2011 წლებში ჩარიცხულმა სტუდენტებმა საბუთები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნდა წარადგინონ 2012 წლის 1 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. 2012 წელს ჩარიცხული სტუდენტების საბუთების მიღების ვადა მოგვიანებით განისაზღვრება. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურს (I კორპუსი, ოთახი №315).
განცხადების ფორმადანართი
უკან |