ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით მათემატიკოსთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. 139 ქართველი, ამერიკელი, გერმანელი, პოლონელი, თურქი და სომეხი მეცნიერი ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგებს განიხილავს. მათემატიკოსები ერთკვირიანი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, დარგის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ და შემდეგი სექციების მიმართულებით იმუშავებენ: ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი, ტოპოლოგია, ალგებრა და რიცხვთა თეორია, დიფერენციალური განტოლებები და მათემატიკური ფიზიკა, ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა, გამოყენებითი ლოგიკა და პროგრამირება, ბუნებრივი ენების ლოგიკა და გამოთვლითი ლინგვისტიკა, მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი, მათემატიკური განათლება და ისტორია, უწყვეტ გარემოთა მექანიკა.
უკან |