თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მურვანიძემ. მხარეთა შეთანხმებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მედიცინის, საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის მიმართულებით სტაჟირებასა და პერაქტიკას გაივლიან პარტნიორი დაწესებულების ბაზაზე. თანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრდებს დაეხმარება საექსპერტო საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში.
უკან |