II - საერთაშორისო კონფერენცია "ტაო-კლარჯეთი"

სურათიისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური და ინტერდისციპლინური კვლევის შედეგებს ეძღვნება II - საერთაშორისო კონფერენცია "ტაო-კლარჯეთი". ოთხდღიანი სამეცნიერო სესია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება და მასში 35-მდე უცხოელი და 80-მდე ქართველი მეცნიერი მონაწილეობს. პროექტის მიზანია დაინტერესებულ მკვლევართა მეტი კოორდინირება, ისტორიული ტაო-კლარჯეთისადმი სამეცნიერო ინტერესის კიდევ უფრო გაღვივება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება და განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი მიკრორეგიონებისა და ძეგლების შესწავლის გააქტიურება, რომლებიც კაშხლების მშენებლობის გამო უახლოეს მომავალში დაიტბორება. სამეცნიერო კონფერენცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით ტარდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა