ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ბათუმი- წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნა. 60-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი ქალაქის წარსულისა და თანამედროვეობის კვლევებს, ურბანული განვითარების ტენდეციებს და ქალაქისათვის დამახასიათებელი არქიტექტურის შესწავლის, ასევე ადგილობრივი ფოლკლორის, კულტურული ცხოვრების, დემოგრაფიული თუ კონფესიური ვითარების კვლევებს წარმოადგენენ. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილებისა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება. III საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდება.
უკან |