ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ

სურათიევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ესაუბრა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით უცხოელი მეცნიერები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ლექციებს წაიკითხავენ. ამერიკელი, გერმანელი, ესტონელი და პოლონელი ექსპერტები ახალგაზრდებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საჯარო ადმინისტრირების, საინჟინრო ტექნოლოგიების, სტრატეგიული მენეჯმენიტისა და ეკონომიკის მიმართულებით მსოფლიო მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს გააცნობენ. რსუ-ს ინიციატივით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას პარალელურად ეწვევიან უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერები და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ერთწლიანი პროექტი პირველად ხორციელდება და მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ლექციები წაიკითხეს შემდეგმა მეცნიერებმა:

დანიელ დანი, აშშ, ტეხასი- „ბიზნეს-გეგმის როლი სამეწარმეო საქმიანობაში“
რიჩარდ ლეტენდრე, აშშ, მასაჩუსეტსი - „მშენებლობის დაპროექტების საფუძვლები“

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა