პროგრამის მიზანი
სტუდენტების დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის აღწერილობა
პროგრამის ფარგლებში 2009, 2010, 2011 და 2012 წელს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას. დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ სემესტრის მიხედვით. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 2500 ლარს.
გაფრთხილება: სტუდენტების დახმარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში არ მოხდება სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანებების დაფარვა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც
* ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
* ბოლო 6 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
კატეგორიები
სტუდენტების დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
* სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო
* დედით ან მამით ობოლი, უდედმამო
* მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: სამი ან მეტი შვილი
* სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები
საბუთების მიღების ვადა
2012 წელს ჩარიცხულმა სტუდენტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2012 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.

უკან |