საზეიმოდ გაიხსნა ახალი სასწავლო წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს 2012-2013 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. უნივერსიტეტელებს ასევე მიესალმნენ და ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აიდა აბუსერიძემ, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა დანიელ დანიმ, რსუ-ს ემერიტუსმა ანზორ დიასამიძემ, დეკანოზმა მამა შიომ და სტუდენტებმა. ახალ სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით ხვდება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას. სასწავლო პროცესის ორგანიზების, სტუდენტთა მომსახურებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება ერთი ფანჯრის პრინციპი და უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული პროგრამა ,,ელექტრონული უნივერსიტეტი“.
ცვლილებები შევიდა სტუდენტთა შეფასების წესში. დასკვნითი გამოცდის ჩაბარება კრედიტის ათვისების აუცილებელი პირობა გახდება, შეფასებისათვის განკუთვნილი ქულის მხოლოდ 50-ზე მეტი პროცენტის მიღების შემთხვევაში შედეგი იქნება დადებითი. შუარეიტინგული შეფასებები და გამოცდები ძირითადად ჩატარდება წერითი სახით და მონიტორინგს გამოცდებისა და უნარ-ჩვევების ცენტრი გაუწევს. შეიცვალა სწავლის საფასურის გადასახადის წესიც, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სწავლის ღირებულება დაფარონ არა ორ, არამედ ოთხ ეტაპად. ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს ორივე სემესტრის დასაწყისსა და დასასრულში.
2012-2013 სასწავლო წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა 1035 პირველკურსელი, რომელთაგან სახელმწიფო დაფინასება 217 სტუდენტმა მიიღო. ამჟამად, რსუ-ში 4 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდა.

უკან |