ტალინის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ტიიტ ლანდი, პროფესორები მაარიკა მილი და რეინ მიულერსონი მორიგი ვიზიტით რსუ-ს ეწვივნენ და პროექტის „ელექტრონული სწავლების დანერგვა, სწავლების პროცესის ხარისხის გაზრდა და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში“ შედეგები შეაფასეს. პროექტი მიზნად ისახავდა რსუ-ში ელექტრონული პორტალისა და ელექტრონული სწავლების დანერგვას, ოპერატიული სისტემა Moodle-ის დაფუძნებას, სხვადასხვა სპეციალობის 6 ელექტრონული სასწავლო კურსის შექმნასა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ელექტრონული სწავლების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის თანამშრომლებმა ესტონელ ინსტრუქტორ ვერონიკა როგალევიჩთან ერთად მოამზადეს ვიდეო და ბეჭდური მეთოდური მითითებანი პროგრამა Moodle-ში მუშაობის დასაწყებად. ელექტრონული სწავლების პორტალით სარგებლობა უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს შეეძლება. ვიზიტის ფარგლებში ტალინის უნივერსიტეტის პროფესორმა რეინ მიულერსონმა ლექცია წაიკითხა თემაზე: „პოლიტიკური რეჟიმების ცვლა თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ფონზე“.
უკან |