„დიგიტალიზებული პარალელური პოლიტოლოგიის კორპუსი“

სურათიშოთა რუსთაველის დარბაზში პროექტის „დიგიტალიზებული პარალელური პოლიტოლოგიის კორპუსი“ ფაგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. რსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის შედეგები შეაჯამეს და მომავალი კვლევითი მიმართულებების პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა პირველი ერთობლივი საერთაშორისო პროექტი განახორციელა და პარალელური კორპუსის ელექტრონული დამუშავების შედეგად შექმნა ელექტრონული პოლიტიკური ტერმინების ლექსიკონი ქართულ ენაზე. პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ,,ენის კორპუსი და მისი მნიშვნელობა სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ინოვაციების დანერგვის მიზნით”, ,,დიგიტალიზებულ თარგმნილ კორპუსზე მუშაობის სპეციფიკა, გამოყენების სფეროები” და „სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისთან მუშაობა”.

პროექტი "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" პროგრამა G-PAC-ის (საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში) ერთ-ერთი კომპონენტის "უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერის გრანტები" ფარგლებში დაფინანსდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა