II საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ,,კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება“

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში II საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ,,კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება“ გაიხსნა. 150-მდე მეცნიერი სამი დღის განმავლობაში კომპიუტინგის, ინფორმატიკის, განათლების მეცნიერებებისა და მასწავლებლის განათლების დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებს. კონფერენციის მიზანია მეცნიერებს შორის დისკუსიის გამართვა და საქართველოსა და საზღვარგარეთ მიმდინარე სამეცნიერო კვლევების გაცნობა. სესიაზე წარმოდგენილი სხვადასხვა დარგის გაერთიანება ითვალისწინებს ინტერდისციპლინარული მიმართულების განვითარებას, ერთ სფეროში მიღებული შედეგების სხვა მიმართულებაში გამოყენებას, ასევე ინფორმატიკაში შემუშავებული მეთოდებისა და მოდელების განათლების მეცნიერებაში დანერგვას.
კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდის ,,ინტელექტი“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტისა და განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა