ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ სერტიფიკატები გადასცა და მადლობა გადაუხადა გაწეული თანამშრომლობისათვის. რამდენიმე დღეა ამერიკელი, გერმანელი, ესტონელი და პოლონელი ექსპერტები ლექციებს კითხულობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების, საჯარო ადმინისტრირების, საინჟინრო ტექნოლოგიების, სტრატეგიული მენეჯმენიტისა და ეკონომიკის მიმართულებით. უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი დარგების მიღწევებს აცნობენ და მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას უზიარებენ.
უკან |