მარკეტინგის მართვისა და დაგეგმვის საკითხებზე ვარშავის ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორი მარია ჯოჰანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ათი დღის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა. პოლონელმა მეცნიერმა ახალგაზრდებს ინფორმაციული უზრუნველყოფის, ბაზრის სეგმენტების, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ინტერნეტ – მარკეტინგის სპეციფიკა წარუდგინა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ანდრეას გეორგ ჰაიდლი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის სპეციალობების სტუდენტებს სალექციო კურსს „შედარებით პოლიტიკას“ უტარებს და ევროპული ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებს აცნობს. გერმანელმა დოქტორმა ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯგუფში მუშაობის მეთოდოლოგიური საკითხებზე სემინარი ჩაატარა, დეპარტამენტის წევრებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაზე ისაუბრა.
უკან |