სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე ლექციებს უკითხავენ. ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა დანიელ დანიმ ბიზნესის დაგეგმვას, სტრუქტურას, განვითარებას, საერთაშორისო ბიზნესის პრინციპებს, მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდებსა და მოდულებს ათდღიანი სალექციო კურსი მიუძღვნა. მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს რედელშეირმა სტუდენტებს ვრცლად წარუდგინა უმუშევრობის, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების ინფლაციის გამომწვევი მიზეზები და თანამედროვე პრობლემები. ამერიკელმა ექსპერტმა ასევე ისაუბრა ამ პროცესების პრევენციისა და აღმოფხვრის აპრობირებულ ღონისძიებებზე. კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ბროკიმ ეკონომიკური ზრდის, მოსახლეობის შემოსავლის ამაღლების თანამედროვე საკითხები განიხილა. ყურადღება გაამახვილა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენების თანამედროვე მიმართულებებზე.
უკან |